ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის აზრით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა 2027-2028 წლებში გაფორმდეს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აზერბაიჯანთან უწყვეტად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია TRIPP-ის პროექტის განხორციელებაც.

„რა თქმა უნდა, ერთი მეორესთან კავშირში არ არის, მაგრამ TRIPP-ის პროექტს ჩვენ ახლა უკვე ვიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდათიანი, ურბანული განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი ეღიაზარ ვარდანიანი და სხვა თანამდებობის პირები 21 ოქტომბერს სიუნიქის ოლქს ეწვივნენ, რათა ადგილზე განეხილათ TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული რიგი ორგანიზაციული საკითხები და განესაზღვრათ შემდგომი ნაბიჯები. მთავრობის სხდომაზე კი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, ერთმანეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. შეთანხმების ხელმოსაწერად აზერბაიჯანი წინაპირობად სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას აყენებს, რომელშიც, აზერბაიჯანული მხარის აზრით, აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიაა. სომხურმა მხარემ თავის მხრივ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია არანაირ ტერიტორიულ პრეტენზიას არ შეიცავს რომელიმე ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის მიმართ, ხოლო კონსტიტუციის შეცვლა სომხეთის შიდა საქმეა.

ქართული English فارسی Հայերեն Русский Türkçe

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა

სურენ პაპიკიანი ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა

არარატ მირზოიანი TRIPP-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს

სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ: ჰოვჰანეს მარტიროსიანი