არარატ მირზოიანი რიგაში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება
1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი 7 სექტემბერს რიგაში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთისა და ლატვიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები პრესისთვის ერთობლივი განცხადებებით წარსდგებიან.
ასევე დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები და დისკუსიები.
ვიზიტის დღის წესრიგშია როგორც სომხეთ-ლატვიის ორმხრივი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან, ისე სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.