თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ამ პერიოდში რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი არცერთხელ არ დაგვიყენებია და საქმე ისეც არ არის, რომ მივიჩნევდეთ, თითქოს რუსული 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე სასიცოცხლო აუცილებლობაა. თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით, მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ მზად ვართ ესეც განვიხილოთ. თუმცა ჩვენ ამ პერიოდში ეს საკითხები არასოდეს დაგვიყენებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის თემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ ცდილობს თავისი სამხედრო ყოფნის თავსმოხვევას სომხეთისთვის და, თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, მათ შეუძლიათ ხვალვე წავიდნენ.

ქართული العربية English فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს