სომხეთი მოლდოვასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და დიალოგის გაღრმავებას ელის - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მოლდოვას ხალხსა და მთავრობას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის მიკრობლოგში გამოქვეყნებულ პოსტში.
„გულთბილად ვულოცავთ მოლდოვას მთავრობასა და მეგობარ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთი ელის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და დიალოგის გაღრმავებას ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის უფრო ფართო ევროპულ კონტექსტში“, - ნათქვამია პოსტში.