სომხეთის ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და მეზობლებთან უფრო მტკიცე თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მომავალს - ანტონიუ კოშტა
1 წუთი კითხვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამარჯვება მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ანტონიუ კოშტამ X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„სომხეთის ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და მეზობლებთან უფრო მტკიცე თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მომავალს. ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს მიღწეულ შედეგებს. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მედეგობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. სომხეთი და ევროკავშირი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა არის წვლილი მთელი რეგიონის უფრო მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში“, - დაწერა კოშტამ.