1 წუთი კითხვის
ერევანში სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი იწყება.
„არმენპრესის“ ცნობით, სამიტის წინ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ გაიმართება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც უშუალოდ სამიტი დაიწყება.
სამიტის შედეგების მიხედვით დაგეგმილია პრესკონფერენცია.