ალბანეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

2 წუთი კითხვის

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა ჩავიდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მას სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი 4 მაისს ერევანში გაიმართება თემაზე: „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების პირველი სამიტი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა. მას შემდეგ სამიტები თანმიმდევრობით გაიმართა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდშირის საგრაფოში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოება აერთიანებს დაახლოებით 50 ევროპული ქვეყნის ლიდერს თანასწორობის საფუძველზე, ერთიანობის სულისკვეთებითა და საერთო მიზნით. იგი წარმოადგენს პოლიტიკურ პლატფორმას პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის სტიმულირებისთვის საერთო ინტერესის საკითხების მოსაგვარებლად, აგრეთვე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასამყარებლად. ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ევროპელ ლიდერებს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. იგი არ ანაცვლებს არცერთ არსებულ ორგანიზაციას, სტრუქტურას ან პროცესს.

ქართული English Español فارسی Français Հայերեն Русский 中文

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა