სტამბოლში სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება
1 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელის შეხვედრები აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ალენ სიმონიანმა ეროვნულ ასამბლეაში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.
„იქ მრავალი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელი იქნება. ამ დროისთვის დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებთან“, - დააკონკრეტა სიმონიანმა.