სომხეთი მიესალმება აშშ-ისა და ირანის გადაწყვეტილებას ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ
2 წუთი კითხვის

სომხეთი მიესალმება აშშ-ისა და ირანის გადაწყვეტილებას ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„სომხეთი მიესალმება ირანისა და აშშ-ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ საშუამავლო ძალისხმევას, მათ შორის პაკისტანის წვლილს, და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
Armenia welcomes the crucial decision between US & Iran to cease all hostilities.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) April 8, 2026
We also commend the mediation efforts, including those of Pakistan & firmly believe that diplomacy should prevail to resolve all outstanding issues & preserve peace in the Middle East.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ზავის შესახებ თეირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ირანმა შუამავლების მეშვეობით 10-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომლის საფუძველზეც მოლაპარაკებები დაიწყება. ირანმა ასევე დაადასტურა აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.