1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 17-19 მარტს სამუშაო ვიზიტით ომანში იმყოფება.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან იტყობინება, დაგეგმილია შეხვედრა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ ბინ ჰამად ბინ ჰამუდ ალ-ბუსაიდისთან.
ომანის დედაქალაქ მასკატში სომხეთის რეზიდენტი საელჩოს ოფიციალური გახსნა გაიმართება.
ასევე დაგეგმილია არაბულ ქვეყნებში აკრედიტებული ელჩების შეკრება.