ფაშინიანსა და ალიევს შორის ვაშინგტონში არაფორმალური კონტაქტი შედგა
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ვაშინგტონში არაფორმალური კონტაქტი შედგა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ილჰამ ალიევი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის საუბარს ასევე ესწრებოდნენ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი და უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი სომხეთიცაა.