ტრამპმა კვლავ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ მას შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შეწყვეტა
2 წუთი კითხვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონის შუამავლობით მიღებულ ერთობლივ მშვიდობის დეკლარაციას და გაიხსენა ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული საუბარიც․
„არმენპრესის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ამბობს, რომ მხოლოდ მან შეძლო ისეთი სწრაფი გზით მოეგვარებინა ათწლეულოვანი კონფლიქტი ერევანსა და ბაქოს შორის.
„მათ (იგულისხმება სომხეთი და აზერბაიჯანი) 35 წელი ომი ჰქონდათ. პუტინმა მითხრა, რომ არ სჯეროდა, რომ მე მოვაგვარე ეს კონფლიქტი, რადგან ის თავად ცდილობდა ამას 10 წელი, მე კი ეს ერთ დღეში გავაკეთე“, - განაცხადა ტრამპმა.
2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოწერა თავად ტრამპმაც, როგორც დამკვირვებელმა. ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის შეთანხმების ტექსტს და ასევე ერთობლივ წერილს ეუთოს მისამართით მინსკის ჯგუფის დაშლის თაობაზე. ამის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობა დადგა.