პოლიტიკური

ფაშინიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ვაჭრობისთვის პირობების შექმნას რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს

2 წუთი კითხვის

ფაშინიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ვაჭრობისთვის პირობების შექმნას რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში მიმდინარე პოზიტიური და კონსტრუქციული ცვლილებები უფრო ფართო რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარებული სხდომის დროს.

„ნება მიბოძეთ ხაზი გავუსვა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული იურისდიქციის პრინციპების საფუძველზე.

ამ კონტექსტში მსურს აღვნიშნო, რომ პოზიტიური და კონსტრუქციული ცვლილებები ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის – ეკონომიკური სტაბილურობის გამყარებისა და რეგიონული კომუნიკაციების გაფართოების მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთისკენ ტვირთების აზერბაიჯანის ტერიტორიით ტრანზიტის განბლოკვის და ორმხრივი ვაჭრობის დაწყებისთვის პირობების შექმნის შესახებ․

ეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანული ბენზინის პარტია საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში იქნა მიწოდებული․ 22 ვაგონის მატარებელმა სომხეთს 1218 ტონა ბენზინი მიაწოდა. ტვირთი კერძო კომპანიის კუთვნილებაა․

აზერბაიჯანული ბენზინის შეძენასთან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეული იქნა 28 ნოემბერს გაბალაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების, მჰერ გრიგორიანისა და შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრის დროს․

 

წაიკითხეთ სტატია: العربيةEnglishՀայերենTürkçe
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT