ამ ეტაპზე სომხეთი არ განიხილავს კუხო-დან გამოსვლის საკითხს

2 წუთი კითხვის

ამ ეტაპზე სომხეთი არ განიხილავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობას.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა, განაცხადა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, როდესაც შეეხო ერევნის პოლიტიკას არ მონაწილეობდეს კუხო-ს სამიტებში, მაგრამ არ შეუშალოს ხელი დოკუმენტების მიღებას.

საფარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია უკვე გამოცხადებულია․ ერევანი არ მონაწილეობს კუხო-ს მუშაობაში, თუმცა არ ბლოკავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

„სომხეთი აყალიბებს საკუთარ საგარეო პოლიტიკას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული ვითარების შეფასების საფუძველზე. გამოცხადებულია სომხეთის ბალანსირების პოლიტიკა, და მიღებული გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ ჩარჩოს შეესაბამება“, - განაცხადა მოადგილემ.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ რჩება სომხეთი კუხო-ში, მიუხედავად იმისა, რომ აღარ მონაწილეობს ორგანიზაციის მუშაობაში, საფარიანმა უპასუხა:

„ამ ეტაპზე პოლიტიკა ასეთია. თუ დამატებითი პოზიციები ან ნაბიჯები იქნება, ამის შესახებ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას“.

კითხვაზე, არის თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში კუხო-დან გამოსვლის საკითხი, მან უპასუხა:
„ამგვარი საკითხი ამ დრომდე არ დასმულა. თუ შესაბამისი განვითარებები მოხდება, ყველას ეცოდინება“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას 27 ნოემბერს ყირგიზეთში გასამართ კუხო-ს სამიტში, თუმცა ერევანი არ ეწინააღდეგება სამიტზე შეთანხმებული დოკუმენტების მიღებას.

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский 中文

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს