სომხეთის ტერიტორიაზე „მშვიდობის გზაჯვარედინსა“ და TRIPP-ის გარდა სხვა პროექტი ვერ იქნება: პრემიერ-მინისტრი

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოფიციალური ერევნის პოზიციას, რომ სომხეთის ტერიტორიაზე „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და TRIPP-ის გარდა სხვა პროექტი ვერ განხორციელდება.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უპასუხა რა შეკითხვას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კვლავ იყენებს ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ ტერმინს.

„კოპენჰაგენის შეხვედრის შემდეგ (2 ოქტომბერს კოპენჰაგენში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა) ორივე მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილეს კომუნიკაციების საკითხი და TRIPP პროექტი სომხეთის ტერიტორიაზე. ანუ ორივე მხარემ ამით დააფიქსირა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებობს TRIPP პროექტი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განცხადებების მიუხედავად, საფუძვლად უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ ის, რაც წერილობით არის დაფიქსირებული.

„კმაყოფილი ვარ კოპენჰაგენის განხილვებითა და იმ სამუშაოებით, რომლებიც ტარდება მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციის გზაზე. უტყუარი ფაქტია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულია მშვიდობა. ეს არის რეალობა, და ამ რეალობის შეუმჩნევლობა თითქმის შეუძლებელია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო.

ვაშინგტონის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოიყენა ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 1 ოქტომბერსაც განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ ტერმინის გამოყენება და განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ არის ჰორადიზ–ზანგელანის გზა, რომელიც შეიძლება გაიჭიმოს სომხეთის საზღვართან მდებარე სასაზღვრო წერტილამდე, მაგრამ არ აღწევს სომხეთის საზღვარს. ფაშინიანის თქმით, ეს ტერმინი არ ეხება სომხეთის რესპუბლიკას.

ქართული العربية English Français Հայերեն Русский 中文

ევროკავშირმა საქართველოს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ოპერირებაზე აკრძალვა დააწესა

გევორგ პაპოიანმა და დეივიდ ალენმა აშშ-ის მიერ სომხეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესი განიხილეს

არარატში 80-იან წლებში საკუთრებადაკარგულ პირებს უფლების აღდგენის შესაძლებლობა აქვთ

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეგვიპტის პრეზიდენტს რევოლუციის დღე მიულოცა

სომხეთმა და კანადამ პრიორიტეტული მიმართულებებით ორმხრივი დღის წესრიგის გამდიდრების პერსპექტივები განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანსა და ფრიდრიხ მერცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთში სამდღიანი ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება

სომხეთისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

აშშ-ში სომხეთის ელჩი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა