ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა საკუთარი ვერსიები იმის შესახებ, თუ რატომ არ განხორციელდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების მიერ აღწერილი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დასვა კითხვა, რა იყო მიზეზი იმისა, რომ სომხეთის სამი ყოფილი ლიდერი: ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი ვერ განახორციელეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მათივე აღწერილი გარდაუვალი გადაწყვეტები.
ფაშინიანმა წარმოადგინა საკუთარი ვერსიები, თუ რატომ არ განხორციელდა ეს გადაწყვეტილებები.
„არმენპრესის“ ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნულ თემას შეეხო „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„მაშ, რატომ ვერ განახორციელეს სომხეთის სამმა ყოფილმა ლიდერმა ყარაბაღის საკითხის მათ მიერ აღწერილი გარდაუვალი გადაწყვეტილებები? ამის ორი ვარიანტი არსებობს: პირველი, მათ გამოავლინეს დანაშაულებრივი უმოქმედობა და შესაძლოა ემსახურებოდნენ არა სომხეთის, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს, რითაც მოგვაკლეს ყარაბაღის საკითხის გარდაუვალი გადაწყვეტა ან გადაწყვეტილებები. ხოლო მეორე ვარიანტია, რომ მათ მიერ აღწერილი ეს გარდაუვალი გადაწყვეტილებები უბრალოდ ინტელექტუალურ სავარჯიშოებზე დაფუძნებული პოლიტიკური მოტყუება იყო და მათი განხორციელება არასდროს ყოფილა რეალურად შესაძლებელი. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.