სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება საფრანგეთში
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი 4 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ოფისი იუწყება და აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები.
<