1 წუთი კითხვის
აბუ დაბიში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, გარკვეული დროით შეწყდა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამჟამად შეხვედრა კვლავ განახლებულია.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ აბუ დაბიში დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.
ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის ფარგლებში ტარდება.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აბუ დაბიში 9 ივლისს ჩავიდა. იმავე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს.