სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ აბისოღომონიანი ნიუ-იორკში შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნაროკეანეთის რეგიონულ საკითხებში მოჰამად ხალედ ხიარის.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეხვედრაზე განიხილეს გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივის „გაერო80“-ის პერსპექტივები.

განხილვის თემას წარმოადგენდა ასევე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე.

სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რობერტ აბისოღომონიანმა თანასაუბრეს წარუდგინა სომხეთის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დღის წესრიგის წინ წაწევის მიმართულებით და ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების სწრაფად ხელმოწერის მნიშვნელობას.

ქართული English Español Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა