ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი აბუ დაბიში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 9 ივლისს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე დაწერილი პოსტით სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა ․
„დღეს აბუ დაბიში დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან“, – აღნიშნულია პოსტში.
10 ივლისს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ დაბიში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის.