მაკრონმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირების პროცესში
1 წუთი კითხვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დადებითად შეაფასა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან 29 ივნისს გამართული სატელეფონო საუბარი.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, X-ის მიკრობლოგზე ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა․
„მე გამოვხატე საფრანგეთის სოლიდარობა სომხური დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა მის მამაც ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებისა და თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ. მშვიდობა და გახსნილი საზღვრები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთელი რეგიონისთვის“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
J'ai eu un très bon échange téléphonique avec le Premier ministre arménien @NikolPashinyan.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 29, 2025
Je lui ai dit la solidarité de la France face aux tentatives de déstabilisation de la démocratie arménienne.
J'ai aussi réitéré notre soutien à ses efforts courageux pour faire la paix…