ფაშინიანი ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას სომხეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინვესტიციად მიიჩნევს

1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობის პროექტს და აღნიშნა, რომ ეს არის სომხეთში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინვესტიცია.

„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა X-ის საკუთარ მიკრობლოგზე.

„FirebirdCloudAI ეს არის სომხეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინვესტიცია, სომხეთის „ვარსკვლავური კარიბჭე“. იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც ჯენსენ ჰუანგი (NVIDIA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი) 2023 წელს ეწვია ერევანს. დღეს ეს ხდება რეალობა - ათასობით Blackwell გრაფიკული პროცესორით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ქარხანა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას სომხეთის მთელ ტერიტორიაზე“, - წერს ფაშინიანი.

სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა 12 ივნისს განაცხადა, რომ სომხეთში დაგეგმილია 500 მილიონი დოლარის ინვესტიციით ხელოვნური ინტელექტის მსხვილი ქარხნის მშენებლობა. მინისტრის თქმით, ეს არის Firebird-ის, სომხეთის მთავრობისა და NVIDIA-ს ერთობლივი პროექტი.

 

ქართული العربية English Français Հայերեն Русский

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია 2029 წელს უფრო რეალისტურია - ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი აშშ-ში გასამართ G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს

აზერბაიჯანთან მშვიდობის განმტკიცება, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია - დამტკიცდა სომხეთის მთავრობის საქმიანობის 5-წლიანი ღონისძიებათა პროგრამა

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი - პირდაპირი

იზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს სავიზო ლიბერალიზაცია გვქონდეს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი