სომხეთის ტერიტორიაზე „დასავლეთ აზერბაიჯანი“ არ არსებობს: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალიევის განცხადებას უპასუხა
1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ კვლავ გამოთქმულ, ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ ყალბ რიტორიკას.
საგარეო უწყების წარმომადგენელი საკითხს შეეხო „არმენპრესის“ კითხვაზე პასუხის ფარგლებში.
კითხვა: გუშინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაჟღერდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გზავნილი, სადაც კვლავ ხაზგასმულია „დასავლეთ აზერბაიჯანის“ რიტორიკა. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
პასუხი: „სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არსებობს რაიმე სახელწოდებით ცნობილი „დასავლეთ აზერბაიჯანი“. „დასავლეთ აზერბაიჯანი“ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთი რეგიონები“.
შეგახსენებთ, რომ სომხურმა მხარემ არაერთხელ უპასუხა აზერბაიჯანის მსგავს განცხადებებს და ხაზგასმით მიუთითა, რომ მსგავსი რიტორიკა სომხეთის რესპუბლეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად განიხილება.