ალენ სიმონიანი დარწმუნებულია, რომ კვიპროსს თავისი წვლილი ექნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესში

2 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების გზაზე კვიპროსი თავის წვლილს შეიტანს․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სიმონიანმა ეს მოსაზრება გამოთქვა პარლამენტში კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ანიტა დიმიტრიუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე․

შეხვედრისას ალენ სიმონიანმა ანიტა დიმიტრიუს გააცნო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლო მშვიდობის შეთანხმების გარშემო არსებული ვითარება․

„დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობის დამყარების გზაზე კვიპროსი თავის წვლილს შეიტანს ისე, როგორც წარსულში შეიტანა და ყოველთვის უჭერდა მხარს ამ საკითხს“, – აღნიშნა სიმონიანმა․

მან ასევე დაამატა, რომ სომხეთი მუდმივად უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს კვიპროსს კვიპროსის პრობლემის კონტექსტში. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გაიმართა მხარეებს შორის განხილვა․

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ თავის კვიპროსელ კოლეგას ასევე წარუდგინა აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი ტყვეების და დაკარგულად ცნობილთა საკითხი.

„ორივე მხრიდან არსებობს საკითხების სრული გაგება და ჩვენი ინტერესების სრული თანხვედრა, რის გამოც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას კოლეგას“, – ხაზგასმით აღნიშნა სიმონიანმა.

კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის ანიტა დიმიტრიუს ხელმძღვანელობით კვიპროსის დელეგაცია სომხეთში იმყოფება სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიწვევით.

ქართული English Հայերեն 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა