ალენ სიმონიანმა და სერგეი კოპირკინმა სომხეთ-რუსეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა 5 მაისს სომხეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კოპირკინი მიიღო. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს განიხილეს ორმხრივი და ასევე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული თემები.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს სომხეთის რესპუბლიკაში მოსალოდნელ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე.