დედა საყდარი გმობს პოლონეთში ორგანიზებულ გამოფენას სახელწოდებით „დასავლეთ აზერბაიჯანი“
3 წუთი კითხვის

დამაგმობი ინიციატივები არა მხოლოდ ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას, არამედ ანეიტრალებს ხალხთა სოლიდარობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარემოს შექმნისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა დედა საყდარი წმინდა ეჯმიაწინმა, რომელიც გმობს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ახლახან გამართულ გამოფენას სახელწოდებით „დასავლეთ აზერბაიჯანი ჩვენი კულტურული მეხსიერების ნაწილად“.
„2025 წლის 8 აპრილს ვარშავაში, აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გამართული გამოფენა „დასავლეთ აზერბაიჯანიჩვენი კულტურული მეხსიერების ნაწილად“ წარმოადგენს აზერბაიჯანის მორიგი ყალბი პროპაგანდის გამოხატულებას, რაც ასახავს აზერბაიჯანის ტერიტორიული მისწრაფებებს სომხეთის რესპუბლიკის მიმართ და სომეხი ერის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მიტაცების მცდელობას.
საფუძვლიანად დასაგმობია აზერბაიჯანის მიერ ისტორიის გადახედვის მცდელობა, ასევე მცდელობები, სომხეთისა და არცახის ტერიტორიაზე არსებული სომხური დასახლებები, სიწმინდეები და ისტორიულ-კულტურული ღირებულებები წარმოჩინდეს როგორც „აზერბაიჯანული“ ან „ალბანური“.
ასეთი სამწუხარო ინიციატივები ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას, არამედ ანეიტრალებს ხალხთა სოლიდარობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარემოს შექმნის ყველა მცდელობას. კულტურა უნდა იყოს ხიდი ხალხებს შორის და არა პოლიტიკური სარგებლის ინსტრუმენტი“, – აღნიშნულია დედა საყდრის განცხადებაში.
სომხეთის სულიერი ცენტრი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წრეებს და კულტურულ ინსტიტუტებს, მკაფიო შეფასება მისცენ ისტორიასა და კულტურასთან მიმართებით მსგავს ფალსიფიკაციებს და მკაცრად დაგმონ აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული მსგავსი ქმედებები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ყალბი დღის წესრიგით კიდევ ერთი ღონისძიება აზერბაიჯანმა ჩაატარა 10 აპრილს რომის პაპის გრეგორიანულ უნივერსიტეტში, ვატიკანში აზერბაიჯანის საელჩოსა და აზერბაიჯანული ორგანიზაციების ინიციატივით. ღონისძიება ეწოდებოდა „ქრისტიანობა აზერბაიჯანში: ისტორია და თანამედროვეობა“, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების განმავლობაში გაკეთდა მცდელობა, უარყოფილიყო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სომხური კუთვნილება და დამახინჯებულიყო ისტორიული რეალობა.