სომხეთმა აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაციის შესახებ წერილობითი წინადადებები წარუდგინა
2 წუთი კითხვის

სომხეთმა აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაციის გაგრძელების ლოგიკასთან დაკავშირებული წერილობითი წინადადებები გადასცა და ელოდება პასუხს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენ დელიმიტაციის გაგრძელების ლოგიკასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებები წერილობითად გადავეცით აზერბაიჯანს და ველით მათ პასუხს. წინადადებები ეხება იმ საკითხს, თუ რა ლოგიკით და რომელ მონაკვეთში შეიძლება გავაგრძელოთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან შეახსენა, რომ არსებობს ზოგადი შეთანხმება დელიმიტაციის დაწყების შესახებ ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. „ახლა საკითხია, თუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ რომელ მონაკვეთზე განხორციელდეს დელიმიტაცია. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები და ველით აზერბაიჯანის პასუხს“, – განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, იგი არ თვლის, რომ ჩიხური მდგომარეობაა და აღნიშნა, რომ დელიმიტაციის პროცესის გაგრძელების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება თანმიმდევრულად.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დლიმიტაცია განხორციელდა ტავუშის მონაკვეთზე დაახლოებით 12 კილომეტრიან სეგმენტზე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის დელიმიტაციის კომისიების მიერ 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომპლექსური სამუშაოების გაგრძელების შესახებ ჩრდილოეთიდან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრების შესაყრიდან და შემდეგ სამხრეთის მიმართულებით ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრამდე ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.