ირანი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ასე წოდებული დერეფნის საკითხში სომხეთის მსგავს პოზიციას იზიარებს։ მეჰდი სობჰანი

2 წუთი კითხვის

ირანი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ასე წოდებული „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხში სომხეთის მსგავს პოზიციას იზიარებს. ირანი ამ საკითხში სომხეთის გვერდით დგას, რადგან ეს საზიანოა როგორც სომხეთისთვის, ასევე ირანისთვის.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ ირანია, რომელიც ამ საკითხში სომხეთის გვერდით დგას. ჩვენ ამ საკითხში სომხეთთან უთანხმოება არ გვაქვს და ერთნაირად ვფიქრობთ. „ზანგეზურის დერეფანი“ საზიანოა როგორც ირანისთვის, ასევე სომხეთისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

როდესაც მას ჰკითხეს, რომ რუსეთის განცხადებებიდან გამომდინარეობს, თითქოს ეს ქვეყანა დერეფნის კონცეფციას ეთანხმება, სობჰანიმ აღნიშნა:

„ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ როგორც რუსეთს, ისე სხვა ქვეყნებს ჩვენი პოზიცია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ დერეფნის კონცეფციის, წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი გზის, რომელიც იქნება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, წინააღმდეგი ვართ ყველაფრის, რაც საზღვრების ცვლილებას გამოიწვევს. ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია გვაქვს და სხვა ქვეყნების მოსაზრებებს არ ვითვალისწინებთ. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, გაავრცელოს ეჭვი, რომ ირანმა ამ საკითხზე პოზიციები შეცვალა. ეს საკითხი ჩვენი უსაფრთხოების ნაწილიაო. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მტკიცე ვართ. ეს არის ჩვენი პოზიცია, შეადარეთ სხვა ქვეყნების პოზიციებს და თუ ისინი არ ემთხვევა ჩვენსას, ესე იგი, მათთან უთანხმოება გვაქვს. ჩვენთვის პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნის ინტერესებია“, – განაცხადა სობჰანიმ.

ელჩმა დაარწმუნა, რომ ასე წოდებული „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხზე ირანი თავისი მტკიცე პოზიციიდან არ დაიხევს უკან და ამ საკითხზე არანაირ გარიგებას არ დათანხმდება.

 

ქართული English Español فارسی Français Հայերեն Русский 中文

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს