არარატ მირზოიანი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 21 იანვარს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, დაგეგმილია არარატ მირზოიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.