ერევანი, 10 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 10 იანვარს მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, მაგდალენა გრონო.
როგორც „არმენპრესი“ უშიშროების საბჭოს ოფისიდან იტყობინება, შეხვედრის დროს განხილულ იქნა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის რამდენიმე საკითხი და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავების პერსპექტივები.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და ექსტრარეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესი. საუბარი შეეხო რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს, რომლის ფარგლებში უშიშროების საბჭოს მდივანმა წარმოადგინა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტი, ისაუბრა სომხეთის მიერ პროექტის განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებისკენ სომხეთის მთავრობის ძალისხმევაზე.