სომხეთი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც ოქტომბერში ყაზანში გაიმართება
1 წუთი კითხვის

ერევანი, 4 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც ოქტომბერში ყაზანში გაიმართება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა ეროვნულ ასამბლეაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„დიახ, მიიღებს მონაწილეობას“, - თქვა საფარიანმა, პასუხად სომხეთის შესაძლო მონაწილეობაზე სამიტში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნების ლიდერები და ქვეყნები, რომლებმაც BRICS-ის წევრობის ან თანამშრომლობის განაცხადი შეიტანეს, მოწვეულნი არიან ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ყაზანში გაიმართება.
„გარდა 9 წევრი ქვეყნისა, მოწვეული არიან დსთ-ს ქვეყნების ლიდერებიც“, - განაცხადა უშაკოვმა.