არმენ გრიგორიანმა და ლუის ბონომ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი
1 წუთი კითხვის

ერევანი, 25 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა, 25 ივლისს შეხვედრა გამართა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველთან, ლუის ბონოსთან.
როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისიდან, შეხვედრზე მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ისაუბრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესზე და ბოლო მოვლენებზე.
უშიშროების საბჭოს მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მხარის ერთგულება რეგიონში ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიმართ.