ერევანი, 26 ივნისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკა იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას მხოლოდ თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იძენს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
„ამ დროისთვის შეძენილი ყველა იარაღი გამოიყენება მხოლოდ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად. რეგიონის მშვიდობისთვის პასუხისმგებელი ყველა მხარეა, პირველ რიგში - რეგიონული ქვეყნები, მაგრამ ასევე საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ დაეხმარონ და მრავალ შემთხვევაში ეხმარებიან რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა მან.