ერევანი, 21 მაისი, არმენპრესი . 21 მაისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი დოჰაში შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფო ემირის მრჩეველს მუჰამედ ბინ აჰმედ ალ მისნადს.
„არმენპრესის“ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭო ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-კატარის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულის კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა შესაძლო საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას.