პოლიტიკური

სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

1 წუთი კითხვის

სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

ერევანი, 26 ივნისი, არმენპრესი. საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

„გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT