ერევანი, 16 იანვარი, არმენპრესი. საქართველო მზადაა ითანამშრომლოს მეზობელ ქვეყნებთან რეგიონული კავშირების დივერსიფიკაციისა და განმტკიცების საერთო მიზნის მისაღწევად. ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნეს სომხეთში საქართველოს საელჩოში, „არმენპრესის“ კითხვაზე, თუ როგორ ექცევა საქართველო სომხეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინს“.
„ჩვენ ვაღიარებთ კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც კომუნიკაციებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონი და მისი მზარდი მნიშვნელობა კავშირის უზრუნველყოფაში.
საქართველო მზადაა ითანამშრომლოს მეზობელ ქვეყნებთან, რათა მივაღწიოთ ჩვენი საერთო მიზნის დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების განმტკიცებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას და კავშირების გაფართოებას“,- აცხადებენ საქართველოს საელჩოში.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც მიზნად ისახავს სპარსეთის ყურის, ომანის ყურის, შავი, კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებას რეგიონალური ერთობლივი სარკინიგზო ქსელით და ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზებით.
კარენ ხაჩატრიანი