პოლიტიკური

ფაშინიანი სომხეთის მიერ იარაღის შეძენასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის განცხადებებს გამოეხმაურა

1 წუთი კითხვის

ფაშინიანი სომხეთის მიერ იარაღის შეძენასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის განცხადებებს გამოეხმაურა

ერევანი, 14 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სომხეთის მიერ თავდაცვისსფეროში რეფორმების გატარებისა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ, ერთი მხრივ, აზერბაიჯანი ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს სომხეთს, აცხადებს, რომ გააძლიერებს არმიას, მეორე მხრივ კი ჩივის, რომ სომხეთი იარაღს საფრანგეთიდან და ინდოეთიდან ყიდულობს. „და სად არის აქ ლოგიკა? აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ სომხეთს არ უნდა ჰყავდეს ჯარი?. თუ მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთის არსებობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, რომ ჰყავდეს ჯარი და ამაში ეჭვი არავის ეპარება“,- განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ეს ყველაფერი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა მოექცეს და სომხეთს შეიძლება ჰქონდეს შეშფოთება აზერბაიჯანის შეიარაღებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანს კი სომხეთთან დაკავშირებით. „ამიტომ ჩვენ ვამბობთ: მოდით, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ომის შესაძლებლობა“,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT