ერევანი, 28 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი მიიღო. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისმა ავრცელებს.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემასა და ორი ხალხის ათასწლიან ძმობაზე დამყარებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტზე „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ და ხაზი გაუსვეს ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას.