ერევნის დრო: 11:07,   23 მაისი 2024

სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 
გაფორმდა

ერევანი, 26 ივნისი, არმენპრესი. საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.  როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

„გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am