ერევნის დრო: 11:07,   23 მაისი 2024

არმენ აბაზიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ხელახლა დაინიშნა

არმენ აბაზიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის 
თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ხელახლა დაინიშნა

ერევანი, 12 იანვარი, არმენპრესი. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რეკომენდაციით და პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან არმენ აბაზიანი გაათავისუფლეს.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი განკარგულება სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირეკტორად არმენ აბაზიანი ხელახლა დაინიშნა.

არმენ აბაზიანის გათავისუფლება და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის პოსტზე ხელახლა დანიშვნა კანონში შეტანილი ცვლილებებით არის განპირობებული.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am