ერევნის დრო: 11:07,   23 მაისი 2024

აშშ მხარს დაუჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მისაღწევად

აშშ მხარს დაუჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 
მშვიდობის მისაღწევად

ერევანი, 15 დეკემბერი, არმენპრესი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის თურქ კოლეგასთან ჰაკან ფიდანთან ყველა კონტაქტში, იქნება ეს შეხვედრა თუ სატელეფონო საუბარი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს განიხილავს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერმა ასევე შეეხო 14 დეკემბერს ბაქოში გაკეთებულ ფიდანის განცხადებას, რომ მისი აზრით, სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თურქეთი ეფექტურ როლს თამაშობს ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ჩვენ ვეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამს, რომ მშვიდობა შესაძლებელია და ჩვენ მხარს დავუჭერთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ორ მხარეს შორის მის მისაღწევად“,- განაცხადა მილერმა.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am