ერევნის დრო: 11:07,   23 მაისი 2024

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს 
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

ერევანი, 15 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიულოცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ამ სამი ქვეყნის ხალხს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები․ „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა X-ში საკუთარ გვერდზე დაწერა.

გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„ვულოცავ ჩემს კოლეგებს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და ამ ქვეყნების ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ პრინციპებს“,- წერს მირზოიანი X-ში.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am