რეგიონალური

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესთავაზა

2 წუთი კითხვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესთავაზა

ერევანი, 8 ნოემბერი, არმენპრესი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით,საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუ თბილისი შეასრულებს დანარჩენ აუცილებელ რეკომენდაციებს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სააგენტო Reuters-იავრცელებს.

“ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები.“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციები მოიცავს საქართველოს ევროკავშირის სანქციების დაცვას, დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას და 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

2022 წელს ივნისში უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. მაშინ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საქართველოსთვის ეს სტატუსი მიანიჭონ, თუკი იგი მთელ რიგ რეკომენდაციებს შეასრულებს.

განყოფილება

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818

contact@armenpress.am

fbtelegramyoutubexinstagramtiktokspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT