ერევნის დრო: 11:07,   12 მაისი 2024

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესთავაზა

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის 
მინიჭება შესთავაზა

ერევანი, 8 ნოემბერი, არმენპრესი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუ თბილისი შეასრულებს დანარჩენ აუცილებელ რეკომენდაციებს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები.“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციები მოიცავს საქართველოს ევროკავშირის სანქციების დაცვას, დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას და 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

2022 წელს ივნისში უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. მაშინ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საქართველოსთვის ეს სტატუსი მიანიჭონ, თუკი იგი მთელ რიგ რეკომენდაციებს შეასრულებს.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am