რეგიონალური

საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

2 წუთი კითხვის

საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ერევანი, 6 ნოემბერი, არმენპრესი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა სლოვენიელმა კოლეგამ მარიან შარეცმა თბილისში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების შორის თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „არმენპრესის“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსპრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, მარიანშარეციეწვია. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიური ჩართულობა, სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებების კუთხით ერთობლივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.

„სლოვენიისრესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებშიმარიანშარეციგმირთამოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განყოფილება

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818

contact@armenpress.am

fbtelegramyoutubexinstagramtiktokspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT