სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყნის საზოგადოებას შორის კონტაქტები.

როგორც „არმენპრესის“ კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მე-5 მრგვალი მაგიდის დისკუსიების ფარგლებში სომეხ და აზერბაიჯანელ მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს სომხეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათ იკითხეს, თუ როგორ ვაფასებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში არსებულ დინამიკას.

მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ წინ უნდა წავიდეთ და მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია მოვახდინოთ.

ბუნებრივია, TRIPP-ზეც ვისაუბრეთ, რადგან ძალიან ახალი ამბები გვქონდა. ამ თემასთან დაკავშირებით წარვადგინე ის, რაც მანამდე ჩვენს საზოგადოებას გავაცანით“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა-დისკუსია სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმაც გამართა.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა