1 წუთი კითხვის
ეროვნულ ასამბლეაში გრძელდება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხის განხილვა.
„არმენპრესის“ ცნობით, აზრთა გაცვლის ფარგლებში, ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატ ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს პარლამენტში ვითარება მკვეთრად დაიძაბა.
ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელ ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ ამ უკანასკნელის ბიძაშვილს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული იმ განცხადებისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქალების დასაკმაყოფილებლად ცალკე სამინისტროს დაარსებას აპირებენ.
ნარეკ კარაპეტიანმა ადგილიდან დაიწყო საუბარი, შემდეგ კი ტრიბუნას მიუახლოვდა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ეროვნული ასამბლეის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.