ვაჰან კოსტანიანმა სომხეთში საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა 7 სექტემბერს სომხეთში საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი ფლორიან ესკიუდიე მიიღო რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემასთან დაკავშირებით.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

ვაჰან კოსტანიანმა ელჩ ესკიუდიეს სომხეთში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მინისტრის მოადგილემ დარწმუნებულობა გამოთქვა, რომ ახლადდანიშნული ელჩი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში.

შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამართეს ორმხრივი დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა სომხეთ-საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული მიმართულებებით თანამშრომლობის წინწაწევასა და ახალი ინიციატივების სიცოცხლეში გატარებაზე.

ამ კონტექსტში თანამოსაუბრეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი დღის წესრიგის საკვანძო მიმართულებებს.

ქართული English Español فارسی Français Հայերեն Русский

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა