თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით საუბარი გამართა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თანამოსაუბრეებმა სომხეთ-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და ამ მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.
ნიკოლ ფაშინიანი შეეხო მიმდინარე წლის ოქტომბერში სომხეთში დაგეგმილ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ჩატარების თემას და სერდარ ბერდიმუჰამედოვი სომხეთში მიიწვია COP17-ის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
თურქმენეთის პრეზიდენტმა მოწვევა სიამოვნებით მიიღო.