ბიშკეკში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს
1 წუთი კითხვის

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა იმართება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მელანია ჰარუთიუნიანმა დაწერა.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 31 აგვისტოს ჩავიდა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის „შთო+“ ფორმატის შეხვედრასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.